ბუნებითი სამართალი

ბუნებითი სამართალი
მის პრინციპებს საფუძვლად დაედო არისტოტელეს, ციცერონის, სტოიკოსების, რომაელი იურისტების, ჟან ბოდენისა და ესპანური გვიანი სქოლასტიკოსების, ფ. ვასკესის, ფ. ვიტორიასა და გ. რიმინის ნაშრომების შესწავლა და მათში არსებული სამართლებრივი იდეების განვრცობა. გროციუსი ბუნებითი, ადამიანის თანდაყოლილი, განუსხვისებელი უფლებების წარმოშობას უკავშირებს ბუნებით მდგომარეობას. სწორედ ბუნებით მდგომარეობაში მოქმედებს ბუნებითი სამართალი, რომლის ძალითაც ადამიანები თავისუფალნი და თანასწორნი არიან. მისი აზრით, ბუნებითი სამართალი არსებობს ღმერთის ნებისაგან დამოუკიდებლად, ე.ი., ის იმდენად მტკიცე და ურღვევია, რომ მისი ბრძანებების შეცვლა ღმერთსაც არ შეუძლია: ბუნებით სამართალს იგი განსაზღვრავს როგორც “ჯანსაღი გონების წინაპირობებს”. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ქცევა, რომელიც ლახავს ადამიანის თანდაყოლილ ბუნებით უფლებებს, მორალურად გაუმართლებელ დანაშაულად განიხილება. გროციუსის თანახმად, სამართლიანია მხოლოდ ის უფლებები, რაც ადამიანს თავისთავად ეკუთვნის, რომელთა დაცვასაც გვაკისრებს მისი ცოცხალ, გონიერ არსებად ყოფნა. ხოლო ამ უფლებების წარმოშობის ძირითად წყაროდ მას სამართლიანობა მიაჩნია.
Source: მაჭარაშვილი ო. ადამიანის უფლებების განვითარება სამართლის ფილოსოფიაში //ალმანახი № 18, [სისხლის სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, - 2003

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем решить контрольную работу

Смотреть что такое "ბუნებითი სამართალი" в других словарях:

  • გროციუსი ჰუგო — • (1583 1645) ჰოლანდიელი ფილოსოფოსი, ადამიანის ბუნებით უფლებათა და თავისუფლებათა პირველი საგანმანათლებლო დოქტრინის შემმუშავებელი. მას ეკუთვნის შრომა ,,ომისა და მშვიდობის უფლების შესახებ”. გროციუსის ნაშრომებში განმარტებულია ბუნებითი და ხალხთა… …   Georgian encyclopedia

  • სამოქალაქო საზოგადოება — • კანტისათვის ის სფეროა, სადაც ადამიანი სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში თავის თავს რეალიზაციას უკეთებს. სამოქალაქო საზოგადოების სამართლებრივი კონსტრუქცია (სტრუქტურა) აგებულია შემდეგ პრინციპებზე: ა) საზოგადოების ყოველი წევრის, როგორც ადამიანის… …   Georgian encyclopedia

  • ადამიანის უფლებები — • მორალური უფლებამოსილება, რომელიც მსოფლიოს ყველა ინდივიდს გააჩნია უბრალოდ იმ ფაქტის გამო, რომ ის არის ადამიანი. ჩვენი უფლებების მოთხოვნის დროს ჩვენ მივმართავთ საკუთარ მთავრობას მორალური პოზიციიდან: თქვენ არ გაქვთ ამის გაკეთების უფლება, რადგანაც… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»